სიახლეები
5 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტმა რეგიონული ოფისი ქალაქ გორში გახსნა. აღნიშნულ ოფისებში რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ისეთი უფასო სერვისებით, როგორიცაა: იმიტირებული გამოცდები, საჯარო ლექციები, ოლიმპიადები, ღია კარის დღეები, მასტერკლასები და ა.შ.
ოფისი საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა, ქ-ნ თინათინ ღუდუშაურმა გახსნა.